30 აპრილი 2024 წელი
საქართველოს უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებათა ცენტრების ქსელის 2024 წლის შეხვედრის მონაწილეებმა და ბავშვის უფლებების ადვოკატებმა ხელი მოაწერეს ბავშვის უფლებების აკადემიური ქსელის ჩამოყალიბების დეკლარაციას. აკადემიური ქსელი ითვალისწინებს, შექმნას ხელსაყრელი გარემო აკადემიური ძიების, კვლევისა და ადვოკატირებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უფლებების რეალიზაციის გაძლიერებას. წევრები ქსელს გამოიყენებენ როგორც პლატფორმას ბავშვის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის კუთხით იდეების, პრაქტიკის, მოსაზრებების, გამოცდილებისა და რესურსების გასაცვლელად. გაერთიანება ასევე ხელს შეუწყობს სხვა ქვეყნების აკადამიურ ქსელებთან პარტნორობას ბავშვის უფლებების ცოდნის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, ადვოკატირების პრინციპებისა და პრაქტიკის გასაზიარებლად.
ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებენ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან, როგორც ბავშვის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის საქმეში გლობალურ ლიდერთან გაერთაინებული ერების სააგენტოებს შორის.