ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

"პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის ყოვლისმომცველი სისტემის მეშვეობით HEIS-ში" პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ლექტორთა მხარდაჭერის სემინარი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ახალგაზრდა პერსონალის პროფესიული განვითარების მიმართულებით. ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში "პროფესიული განათლებისა და სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის ყოვლისმომცველი სისტემის მეშვეობით" ჩატარდა ახალგაზრდა ლექტორთა მხარდაჭერის სემინარი.

სემინარს, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ლექტორების მხარდაჭერას და პროფესიულ განვითარებას, ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის დეკანი და პროექტის კოორდინატორი,  პროფესორი ლელა თურმანიძე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებსაც ახალგაზრდა პედაგოგები აწყდებიან აკადემიურ გარემოში:

  • ახალ საუნივერსიტეტო გარემოსთან ადაპტაცია
  • სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
  • სასწავლო პროცესში აქტიური და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობა
  • თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სალექციო კურსების დაგეგმვა და განხორციელება

სემინარმა განსაკუთრებით ნაყოფიერად ჩაიარა - მონაწილეებმა გაცვალეს გამოცდილება, გაიზიარეს ინოვაციური იდეები და მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები. დაიგეგმა მომავალი შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პერსონალის პროფესიულ ზრდას და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესის კიდევ უფრო დახვეწას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა