
უსაფრთხოების ექსპერტმა, ანალიტიკოსმა მარიამ თოხაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,გლობალური ტერორიზმის გამოწვევები და საქართველო“. მომხსენებელმა განიხილა გლობალური ტერორიზმის ფენომენი აკადემიურ-თეორიულ დონეზე და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გამოწვევები დემოკრატიულ სახელმწიფოში. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მაგალითზე და წარმოადგინა კონტრტერორისტული ძალისხმევების გამოწვევები 2019 წელს მიღებული ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის ჩარჩოში.
უკან |