27 აპრილი 2018 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით იმიტირებული გამოცდა ჩატარდა ზოგად უნარებში. 12, 13, 24, 25, 26, 27 აპრილს ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში ჩატარებულ იმიტირებულ გამოცდაში აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 400-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აბიტურიენტების მომზადებას ეროვნული გამოცდებისათვის.