13 ოქტომბერი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, თავისუფალმა მთარგმნელმა ირაკლი ყოლბაიამ ლექციას წაიკითხა თემაზე: „ახალი ამერიკული პოეზია 1950-იანი წლებიდან დღემდე“. ლექციის თემატიკა სათავეს ამავე სახელწოდების საეტაპო ანთოლოგიით იღებს. ანთოლოგია 1960 წელს გამოსცა დონ ალენმა, რომელმაც ჯერ განსაზღვრა, შემდეგ კი მრავალმხრივ განაპირობა ექსპერიმენტული პოეზიის ლანდშაფტი ამერიკაში.