ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვიზიტი მიუნსტერის უნივერსიტეტში

სურათი

10-15 ივნისს, „ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში, გერმანის ფედერალური რესპუბლიკის ქალაქ მიუნსტერში მიწვეული იყვნენ ბსუ-ს ჰუნანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე და ასოცირებული პროფესორი ნელი ახვლედიანი. მიუნსტერის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტის პროფესორებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ბსუ-ს პროფესორები გაეცნენ სასწავლო პროცესის მართვის სპეციფიკასა და დიგიტალიზების პერსპექტივებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს პროგრამის ხარისხის მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხები და გერმანისტთა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც 2024 წლის 1-2 ოქტომბერს გაიმართება მიუნსტერის უნივერსიტეტში ჰიბრიდულ ფორმატში.

ვიზიტის ფარგლებში, მიუნსტერის უნივერსიტეტში მოხსენება წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა ნელი ახვლედიანმა თემაზე: „გერმანული ენის შემსწავლელ ქართველთა ტიპური შეცდომები“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა