14 ივნისი 2024 წელი
ჟურნალისტიკის მიმართულების გაძლიერებისა და მომავალი ჟურნალისტების პროფესიული უნარების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია შესაბამის პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. „ჟურნალისტიკის“ საბაკალავრო და „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლია ჩახუნაშვილმა და პროექტის კოორდინატორმა მარიამ დევიძემ. ქარტიის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.
შეხვედრას საგანმანათლებლო-შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდა და ითვალისწინებდა ჟურნალისტიკის სტუდენტებთან აქტიურ კომუნიკაციას და ცნობიერების ამაღლებას ეთიკის ნორმებთან დაკავშირებით.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს, გაუზიარეს ქარტიის პრაქტიკა, მნიშვნელოვანი/გახმაურებული საქმეები, რაზეც ქარტიამ იმუშავა და ამასთანავე, მისცეს შესაძლებლობა სტუდენტებს, თავად მოერგოთ ქარტიის საბჭოს/განმცხადებლისა და მოპასუხის როლები სიმულაციური საქმის განსახილველად.