ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს ტერმინოლოგიური საზოგადოების (EAFT) პრეზიდენტი, პროფესორი ჰენრიკ ნილსონი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიეტეტს ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების (EAFT) პრეზიდენტი, პროფესორი ჰენრიკ ნილსონი ეწვია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, ასოცირებულ პროფესორ თეონა ბერიძესთან,  ბსუ-ს შიდა სამეცნიერო გრანტის „ევროპარლამენტის TermCoord-ისა და ბსუ-ს corpus.bsu.edu.ge-ს ტერმინოლოგიური კოორდინაცია“ სამუშაო ჯგუფების წევრებთან გამართულ შეხვედრაზე პროფესორმა ჰენრიკ ნილსონმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პროფესორმა ნილსონმა საჯარო ლექცია  წაიკითხა თემაზე: „ევროპული ტერმინოლოგიის ტენდენციები“.

მომხსენებელმა ისაუბრა მულტილინგვინურ საზოგადოების ტერმინოლოგიის თანამედროვე გამოწვევებზე, თარგმნის პრობლემებზე, ტექნოლოგიურ დამუშავებასა და ანალიზის პლატფორმებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო კვლევებში ხელოვნური ინტელექტის ჩართვაზე, ტერმინოლოგიის დაგეგმვაზე, მართვაზე, სწავლებასა და სასწავლო კურსებზე.

პროფესორი ჰენრიკ ნილსონი ბსუ-ს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ ფარგლებში ეწვია. კონფერენცია 27-28 ივნისს იმართება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა