31 ივლისი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილეებმა თამარ სირაძემ, ანზორ ბერიძემ, ფაკულტეტის დეკანმა თეონა ბერიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები 200-მდე სტუდენტმა დაამთავრა. გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე ყველა კურსდამთავრებულს სიგელი გადაეცა სწავლისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მონაწილეობისათვის.
გამოშვება მუსიკალურად გააფორმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თაკო ძირკვაძემ.