2 ივლისი 2016 წელი
2016 წლის 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საფრანგეთის ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტში გამართულ საზაფხულო კამპუსში და სემინარში ღებულობდნენ მონაწილეობას. სემინარი მიეძღვნა თემას: „ევროპული მულტილინგვიზმი და თარგმანი“.
ღონისძიება 2 სექციად იყო დაყოფილი, I სექცია „ ენები და თარგმანი“ განსაზღვრული იყო სტუდენტებისათვის, ხოლო II სექცია: „ინოვაციური მეთოდოლოგიების განსაზღვრა, უახლესი გამოცემის ფრანგული სახელმძღვანელოების განხილვა და დისტანციური/ონლაინ მეთოდების დანერგვა ფრანგული ენის სწავლა-სწავლების პროცესში“ განსაზღვრული იყო პროფესორ-მასწავლებლებისათვის. ღონისძიებაში მონაწილეობას 11 ქვეყნის წარმომადგენლები ღებულობდნენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სხვადასხვა ფაკულტეტის ფრანკოფონი სტუდენტები: მალვინა დიასამიძე, ანა კაჭარავა, თამარ ართილაყვა, მაგდა ჯაფარიძე, ქეთევან სალაძე, ანა ნიქაბაძე, ნათია დავითაძე, მარიამ ოსაძე და ფრანგული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები: ნატალია სურგულაძე, ვიქტორია დიასამიძე და მანონი ძნელაძე მონაწილეობდნენ.
საზაფხულო კამპუსის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ და პუატიეს მერიაში საზეიმო მიღება გაიმართა.
საზაფხულო სკოლა პუატიეს უნივერსიტეტში ბსუ-სა და პუატიეს უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ბსუ-ს დაფინანსებით.