ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ინტელექტუალური თამაში „1453 წელი-კონსტანტინოპოლის დაცემა და მისი ალტერნატიული ისტორია“

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების მიერ მოეწყო ინტელექტუალური თამაში სახელწოდებით “1453 წელი-კონსტანტინოპოლის დაცემა და მისი ალტერნატიული ისტორია“.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები: „დიდგორი“ და „ალბატროსი“. გუნდებს უნდა შეექმნათ და წარმოედგინათ კონსტანტინეპოლის დაცემის, როგორც რეალური, ასევე ალტერნატიული ისტორიის პრეზენტაცია. კონკურსის დასკვნით ეტაპზე გუნდებს დავალებული ჰქონდათ ეპოქის გაცოცხლება პერფორმანსით. გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები - წიგნები და სიგელები.  ასევე გამოვლინდა საუკეთესო მონაწილე.

პროექტი მიზნად ისახავდა ისტორიის სპეციალობის სტუდენტების ჩართულობას მსგავსი ტიპის ღონისძიებებში, მათი ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე, აღნიშნული მოვლენის გააზრებას განსხვავებულ ისტორიულ ჭრილში და წარმოდგენას ფართო აუდიტორიის წინაშე, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას და გამოცდილების შეძენას ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა