16 დეკემბერი 2016 წელი
ინგლისური ფილოლოგიის გაცვლითი პროგრამის სტუდენტებმა ყაზახეთიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სტუდენტებისათვის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ყაზახეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს მიუძღვნეს. სტუდენტებმა ასელ ბოკენმა, ამინა ხამითმა და ზაინულა აიგერიმმა ყაზახეთის ისტორიაზე, ეროვნულ იდენტობაზე, ღირსშესანიშნაობებსა და კულტურული ცხოვრების შესახებ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხელით დამზადებული ეროვნული სამზარეულოს კერძებით გაუმასპინძლდნენ.
საღამო განსაკუთრებით საინტერესო და ინფორმაციული არმოჩნდა ქართველი სტუდენტებისათვის.