განათლების ფაკულტეტი

INTEGRITY პროექტის პირველი შეხვედრა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  (INTEGRITY)“ ერთ-ერთი პარტნიორია. პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოთხ ევროპულ სასწავლებელთან – როეჰემპტონის (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას (University of Uppsala, შვედეთი), ვენისა (University of Vienna, ავსტრია) და დუბლინის (Dublin City University, ირლანდია) უნივერსიტეტებთან, თორმეტ ქართულ სასწავლებელთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს სტრუქტურული ღონისძიების ეროვნულ პროექტს ”Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia (INTEGRITY)”. პროექტის კონსორციუმში შემავალი 12 ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, 2017 წლის 15 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო  პროექტის როგორც ფინანსური და ადმინისტრაციული, ასევე შინაარსობრივი დეტალების პრეზენტაცია და პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა 2018 წლის თებერვალში ვენისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობით ვორკშოპის ორგანიზების დეტალები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა