ვიშეგრადის ფესტივალის ფარგლებში ბსუ-მ რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლა
უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო ვიშეგრადის ფესტივალის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. ელჩი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სტუდენტებს და ვიშეგრადის ფესტივალის პროგრამა გააცნო. ფესტივალის ეგიდით პროფესორმა ჩაბა ჰიდნისმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „1335 წელს ცენტრალური ევროპის 3 მეფის ვიშეგრადში გამართული შეხვედრა და შუა საუკუნეებში თავდაცვითი შეიარაღების შემოღების საკითხი“, ხოლო პროფესორმა ჯემალ კარალიძემ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: „XIV საუკუნის საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები“.