სტიპენდიები და სოციალური შეღავათების პროგრამები

სტიპენდიები

სტიპენდიები

საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში, სწავლების მეორე წლიდან კონკურსის საფუძველზე, ენიშნებათ შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია 500 ლარის ოდენობით.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის წარჩინებულ  სტუდენტებს, რომელთაც აქვთ წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში, სწავლების მეორე წლიდან, ყოველთვიურად მიიღებენ ტბელ აბუსერისძის სახელობის სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით.

სხვადასხვა სახის სტიპენდიები

წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში, მეორე სასწავლო წლიდან, კონკურსის საფუძველზე ენიშნებათ სახელმწიფო სტიპენდიები 300 ლარის ოდენობით.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კონკურსის საფუძვლეზე,  ენიშნებათ ავთანდილ ბარათაშვილის (190 ლარი), თამაზ ბექაიას  საგანმანათლებლო ფონდის (300 ლარი), გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის (150 ლარი) და ELT ბილდიგნის (300 ლარი) სტიპენდიები. გარდა ამისა, წარჩინებული სტუდენტები ერთჯერადად იღებენ საქართველოს ბანკის სტიპენდიას (1 125 ლარი), ხოლო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სემესტრულად - „მწვანე სტიპენდიას “ (1500 ლარი).

1-ლი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ რიგში მიუთითებენ ბსუ-ს და მესამე სავალდებულო არჩევით საგანში/საგნებში ექნებათ მაღალი ქულა, ენიშნებათ სტიპენდია 100  ლარის ოდენობით;


სოციალური შეღავათების მინიჭების პროგრამები


1. დედ-მამით ობოლი სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან;

2. სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სწავლის გადასახადისათვის იღებენ თანადაფინანსებას;

3. უნივერსიტეტში მოქმედებს წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდი.
 


"სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში" სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის ფარგლებში 2016 წლის მარტში ჩატარებული კონკურსის შედეგად ბსუ-ს სტუდენტთათვის 2015-2016 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა