ბსუ-ს კურსდამთავრებული მარიამ ნოდია ორგზის მსოფლიო ჩემპიონია მკლაჭიდში
1 სექტემბერი 2023 წელი
ბსუ-ს კურსდამთავრებული მარიამ ნოდია ორგზის მსოფლიო ჩემპიონია მკლაჭიდში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მარიამ ნოდია მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში. სპორტსმენმა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის 23 წლამდელთა კატეგორიაში იასპარეზა და ყაზახი მეტოქის დამარცხებით პირველობა მოიპოვა. მარიამ ნადიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად 2019 წელს, რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მოიპოვა. მკლავჭიდელმა ასევე წარმატებით იასპარეზა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატში, ქალთა შორის 23 წლამდე 50 კგ. წონით კატეგორიაში და მარჯვენა და მარცხენა მკლავში ოქროს მედალები მოიპოვა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარიამ ნოდიას ულოცავს დამსახურებულ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
სრულად