
სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“-ს ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „პირველი რესპუბლიკის“ ჩვენების შემდეგ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დისკუსია გამართეს თემაზე: „რა წვლილი შეიტანეს სტუდენტებმა და ლექტორებმა სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლაში?“. ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას, გაიხსენეს 92 წლის წინ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და ოკუპანტების უკანონო ქმედებები დაგმეს.
| უკან |



