ბსუ-ს პროფესორებს აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემია გადასცა

სურათი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებს საქართველოს ისტორიის, ფილოლოგიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დარგში გამოცემული საუკეთესო მონოგრაფიისათვის  „კლარჯეთი“  მინიჭებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემია გადასცა. მამია ფაღავამ (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და რედაქტორი), მალხაზ ჩოხარაძემ (პროექტის კოორდინატორი), †ემერიტუს-პროფესორმა მერი ცინცაძემ, თინა შიოშვილმა, შოთა მამულაძემ, რამაზ ხალვაშმა, ნუგზარ მგელაძემ; ასოცირებულმა პროფესორებმა: ზაზა შაშიკაძემ, მაია ბარამიძემ, ჯემალ კარალიძემ მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო პროექტის „კლარჯეთი“ ფარგლებში გამოსცა. წიგნში კომპლექსურადაა  შესწავლილი  თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოქცეული ისტორიული ქართული კუთხე  კლარჯეთი. მონოგრაფია ორი ნაწილისაგან შედგება, დართული აქვს ლექსიკონი, რუკები და ფოტომასალა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა