საქართველოს მთავრობამ სასწავლო გრანტი დააწესა ოკუპირებულ ტერიტორიის სკოლის კურსდამთავრებულთათვის. გრანტის მიღება შეუძლია საქართველოს იმ მოქალაქეებს, პირადობის ნეიტარული მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.
დანართიუკან |