„წიგნების თაროს“ მეორე სტუდენტური სეზონისთვის გუნდების რეგისტრაცია დაიწყო

სურათი

„საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი“ აცხადებს გადაცემის „წიგნების თაროს“ მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს. მეორე სტუდენტურ სეზონში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია 2018 წლის 20 დეკემბერს დაიწყება და 2019 წლის 15 იანვარს დასრულდება. „წიგნების თარო” არის ახალგაზრდული ლიტერატურული შოუ, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. თამაშში რჩეული 16 გუნდი მონაწილეობს, თითოეულ გუნდში სამი სტუდენტია, რომელებიც ერთი და იგივე უნივერსიტეტის კონკრეტულ ფაკულტეტს წარმოადგენენ.

თამაში სამი ეტაპისაგან შედგება:

პირველ ეტაპზე გუნდები 9 ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში – 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ პასუხის გასაცემად წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო – სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება.

მეორე ეტაპი სამი რაუნდისგან შედგება, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.

მესამე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური. ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.

სატელევიზიო კონკურსში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა გაიარონ შემდეგი სამი ეტაპი:

1. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს შეუძლია დაარეგისტრიროს მისივე ფაკულტეტის 3 სტუდენტისაგან შემდგარი გუნდი გადაცემის ფეისბუქის გვერდზე ან პირველი არხის ვებგვერდზე არსებული აპლიკაციის მეშვეობით;
2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდებთან მოეწყობა ონლაინ-გასაუბრება, რომლის შედეგად გამოვლინდება შემდეგ ტურში გადასული გუნდები;
3. მეორე ტურში გადასულ გუნდებს „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი ჯგუფი პირადად შეხვდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და უფრო ვრცელი გასაუბრების საფუზველზე გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.

გუნდის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. 2018-2019 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
2. თავის გუნდელებთან ერტად უნდა იყოს ერთი კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის კონკრეტული ფაკულტეტის სტუდენტი;
3. არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონის გამარჯვებული.

საკონტაქტო ინფორმაცია: 574 24 15 14
აპლიკაციის მისამართი: http://http:/www.facebook.com/wignebistaro


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა