სემინარი თემაზე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა, იდენტობა და ევროკავშირი“

სურათი

,,საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით კორნელი კაკაჩიამ სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკა, იდენტობა და ევროკავშირი“. სემინარი მიზნად ისახავდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს სტრატეგიული პოლიტიკის მიმართულებით ახალგაზრდებში დისკუსიის წახალისებას. ასევე, შექმნილ გამოწვევებს, კერძოდ ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებასა და  პროპაგანდისტულ კამპანიას.

პროექტი ხორციელდება ,,ვიშეგრადის ფონდის“ მხარდაჭერით და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტ “ვიშეგრადის ოთხ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე  პროფესიონალური მედია გაშუქების ხელშეწყობის მიზნით“ ფარგლებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა