ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტები ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია.
გამარჯვებული პროექტები:
1. „საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“ - პროექტის ხელმძღვანელი - ზოია სიხარულიძე
წამყვანი ორგანიზაცია: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
მონაწილე: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
2. „რა იგებს არჩევნებს საქართველოში“ - პროექტის ხელმძღვანელი - რუსლან ბარამიძე
წამყვანი ორგანიზაცია: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს მკვლევარებს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს!
უკან |