ბათუმის ხმის მიცემამდე 20 დღე დარჩა

სურათი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, ბათუმის ტურიზმის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ნომინირების თემა გააცნო და  აქტიურობისაკენ მოუწოდა. ბათუმისთვის, როგორც ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულებისთვის ხმის მიცემის დასრულებამდე 20 დღე რჩება. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის მთავარ ღონისძიებაზე “World Travel Awards” ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი). ხმის მიცემა 28 აპრილს სრულდება, გამარჯვებული კი 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

სტუდენტებთან შეხვედრისას სულხან ღლონტმა ასევე ისაუბრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიმდინარე წელს დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე.

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდა.

ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე დარეგისტრირების შემდეგ შეუძლია:

  • დარეგისტრირდი http://worldtravelawards.com -ზე;
  • აირჩიე სექცია VOTE;
  • გადადი EUROPE კეტეგორიაში;
  • მოძებნე #44 და #აირჩიებათუმი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა