
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოკლევადიან პროგრამებზე: „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ და ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“. კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2019 წლის 18 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17 საათამდე.
	სპეციალიზაცია - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა  3 თვე)
	სუბსპეციალობა - ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა  3 თვე)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
	ა) განცხადება;
	ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
	გ) თერაპიული სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
	დ) ავტობიოგრაფია (cv);
	ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
	ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
შენიშვნა: ორთოპედიული სტომატოლოგიის გადამზადების კურსის მსურველებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება შემოკლებული კურსის გავლის უფლების მოპოვების თაობაზე.
| უკან | 
