ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები, ოლიმპიადები და საჯარო ლექციები.
უკან |