საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სტუდენტებს შეხვდა

სურათი

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გივი მაქანაძემ ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის აპარატში მიმდინარე რეფორმები და  პრაქტიკისა და სტაჟირების პროგრამა გააცნო. შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პარლამენტის კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბება და საქმიანობა, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გაძლიერება, პარლამენტის სასწავლო ცენტრის რეფორმირება, სტაჟირების ახალი სისტემა პარლამენტში, პარლამენტის აპარატის აქტიური საგარეო ურთიერთობები და საქართველოს დისტანციური სტაჟირების მოდელი. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა