კამპანია ლაითურის ტყის აღსადგენად

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად განადგურებული ტყეების მწვანე საფარის აღდგენის კამპანიას.  ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა ლაითურში, გადამწვარ ტერიტორიაზე   ლაფანის, ჰართვისის მუხის, იაპონური კრიპტომერიის, კედარის და მურყანის ნერგები დარგეს. გლობალური წითელი ნუსხის სახეობები, ლაფანის (30 ძირი) და ჰართვისის მუხის (2 ძირი) ნერგები ინსტიტუტის სანერგეში კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილებამ გამოიყვანა,   ხოლო ქობულეთის სატყეოს თიკერის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი  იაპონური კრიპტომერიის, კედარის და მურყანის 100-მდე ნერგი უნივერსიტეტს  აჭარის სატყეო დეპარტამენტმა ლაითურის ტყის მწვანე საფარის აღსადგენად უსასყიდლოდ გადასცა.

გურიაში, დაბა ლაითურის ტყეში ხანძარი მიმდინარე წლის 9 აპრილს გაჩნდა, რის შედეგადაც  20 ჰექტარი ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები განადგურდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა