საჯარო ლექცია „ჯონ სტაინბეკი - მწერალი და მოგზაური“

სურათი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ოლღა ჟღენტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ჯონ სტაინბეკი - მწერალი და მოგზაური“. მომხსენებელი სტუდენტებს ჯონ სტაინბეკის ცხოვრების, შემოქმედებისა და საბჭოთა კავშირში მოგზაურობის შესახებ ესაუბრა. ოლღა ჟღენტმა ლექციაზე ყურადღება გაამახვილა ასევე მწერლის ნაწარმოებზე „რუსული დღიურები“ და მის მოგზაურობაზე საქართველოში, კერძოდ თბილისსა და ბათუმში. საჯარო ლექცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა