ლევან დოლიძის საჯარო ლექცია „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე“

სურათი

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან დოლიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის დღეების ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე“. მომხსენებელმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს ევროკავშირის პროექტები, უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსთან თანამშრომლობის მიმართულებები, არსებული გამოწვევები და  უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. ლექციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა და ლევან დოლიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

საჯარო ლექციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა