ვიზიტი რიზეს გუბერნიაში

სურათი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ოფიციალური ვიზიტით რიზეს გუბერნიაში იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები გაეცნენ რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკის მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს სამედიცინო ფაკულტეტი, თურქეთში სიდიდით მეორე სიმულაციის სასწავლო ცენტრი და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. უნივერსიტეტში ვიზიტისას დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტს, სადაც შეხვედრა გამართეს ქართული ენის მიმართულების სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა