
,,minor”, დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ქერქაძემ სტუდენტებს 26 დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა წარუდგინა, რომელთაგან ,,ბიზნესის ადმინისტრირება“ და ,,აგრარული ტექნოლოგიები“ წელს პირველად განხორციელდება. მაინორ პროგრამების მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს კომპეტენციების განვითარებასა და დასაქმებაში.
| უკან |




