კავკასიის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი „პოლიმერები და მოწინავე მასალები“

სურათი

17-20 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კავკასიის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი „პოლიმერები და მოწინავე მასალები“ გაიმართება. საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილოებას მიიღებენ მეცნიერები საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ბელგიის ყაზახეთის, ბელორუსიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის ირანის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებიდან. სიმპოზიუმის მიზანია პოლიმერებისა და მათ საფუძველზე მიღებული კომპოზიციური მასალების, კომპოზიტების სფეროში არსებული თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ნამუშევრების შედეგების განხილვა და ახალი, პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი პოლიმერული მასალების წარმოჩენა.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს პოლიმერების სინთეზის ახალი მეთოდების და პოლიმერული მასალების ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოჩენას, ახალი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, საუკეთესო კვლევის შედეგების პრაქტიკაში დანერგვას და ახალგაზრდების პოლიმერული მეცნიერებით დაინტერესებას. 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.icsp6.tsu.ge/ge/home?fbclid=IwAR1HfnDC5bE_eKGB9lPkoIONMHvWsgKG3JUc4LATQl4ZiXtfQA-S-4axyCI


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა