
საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა, დოქტორმა ღასან ხალილიმ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ბავშვის უფლებების კონვენცია 30 წლის შემდეგ - განვლილი გზა, მიღწევები და გამოწვევები“. მომხსენებლი სტუდენტებს ბავშვის უფლებათა კონვენციასა და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემდეგ მიღებულ მიღწევებზე ესაუბრა. 30 წლის წინ მსოფლიო ლიდერებმა ისტორიული გადაწყვეტილება - ბავშვის უფლებათა კონვენცია მიიღეს. ყველაზე ფართოდ რატიფიცირებულმა ადამიანის უფლებათა შეთანხმებამ ხელი შეუწყო მსოფლიოში მრავალი ბავშვის ცხოვრების ტრანსფორმაციას. საჯარო ლექცია ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
| უკან |









