8-12 ივლის, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა „თანამედროვე მიდგომები განათლების დარგში“ გაიმართება. ტრენერები როის ჯეფერსონ ჯორჯი და დავით დარსაველიძე მსმენელებს გააცნობენ განათლების დარგის კვლევების თანამედროვე მეთოდოლოგიას. საზაფხულო სკოლის მუშაობაში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები და განათლების დარგის კვლევებით დაინტერესებული პირები. საზაფხულო სკოლა თსუ-ს სტუდენტური პროექტის ფარგლებში ტარდება.
უკან |