ბსუ ექსპოზიციას „ლატვიის საუკუნე“ მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ექსპოზიციას „ლატვიის საუკუნე“ მასპინძლობს. გამოფენა ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ლატვიის ელჩმა საქართველოში ინგრიდა ლევრენმა  გახსნეს. „ლატვიის საუკუნე“ უნივერსალური პროექტია, ქვეყნის ბოლო 100 წლის ისტორიას ასახავს და მასზე ლატვიის 60-ზე მეტმა მუზეუმმა იმუშავა.  გამოფენა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საელჩოს ორგანიზებით ტარდება.

ექსპოზიცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა