ეროვნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის პრობლემები თანამედროვე პირობებში

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და

მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტი

2019 წლის 16 დეკემბერი
ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

«ეროვნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის პრობლემები თანამედროვე პირობებში»

კონფერენციის ჩატარების ადგილი:
ბათუმი, ნინოშვილის ქ. № 35, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,

მე-4 სართული, ოთახი 430

პატივცემულო კოლეგებო!
გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში თემაზე: „ეროვნული წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობის პრობლემები თანამედროვე პირობებში“, რომელიც გაიმართება 2019 წლის 16 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე (ბათუმი, საქართველო).

მონაწილეობის ფორმა: დასწრებული, დაუსწრებელი.

კონფერენციის ენა: ქართული

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ბადრი გეჩბაია, ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Email: gechbaia.badri@bsu.edu.ge

მობ: +995 593 72 21 15

ნანული მახარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი

Email: maxaradze.nanuli@bsu.edu.ge

ტელ: +995 593 12 50 67

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი:

მერაბ ხალვაში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, თავმჯდომარე;

ნათელა წიკლაშვილი ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;

ვლადიმერი ღლონტი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;

რეზო მანველიძე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ასიე ცინცაძეეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

გელა მამულაძეეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

პაატა აროშიძე – ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

რამინ ცინარიძე ბიზნესისა და მართვის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

კონფერენციის თემატიკა:

  1. საწარმოო და რესურსული პოტენციალის შეფასება;
  2. ეროვნული წარმოების განვითარების მთავარი მიმართულებები;
  3. რეგიონული ბიზნესის განვითარების პრიორიტეტები;
  4. მომსახურების ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები;
  5. მაღალტექნოლოგიური და რესურს დამზოგავი ეკონომიკის პრინციპები;
  6. საერთაშორისო ბიზნესისა და გლობალიზაციის გამოწვევები;
  7. უცხოურ ბაზრებზე დამკვიდრების შესაძლებლობები.

 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის საჭიროა არა უგვიანეს 2019 წლის 28 ნოემბრისა:

- გამოიგზავნოს საორგანიზაციო კომიტეტის ელექტრონულ მისამართზე konfecon2019@bsu.edu.ge მოხსენების თეზისები, რომლებიც მომზადებული იქნება ტექსტურ რედაქტორში Microsoft Word;

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული მასალების განხილვის შემდეგ, ავტორს გაეგზავნება შეტყობინება მასალის მიღების შესახებ.

კონფერენციის მასალები გამოიცემა მოხსენებათა თეზისების კრებულის სახით (ელექტრონულ და კონფერენციის დასრულების შემდეგ 2 თვეში ბეჭდური სახით). თეზისები აუცილებელია დაიწეროს ქართულ ენაზე.

  • მოხსენების თეზისების მიწოდება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თეზისების მოცულობა - А4 ფორმატის სამი სრული გვერდი, სურათების, ცხრილების და ლიტერატურის სიის ჩათვლით;
  • გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი მოცემული უნდა იყოს ტექსტის ბოლოს და გაფორმებული უნდა იყოს ბსუ-ში არსებული ციტირების წესის შესაბამისად;
  • თეზისები აკრეფილი უნდა იყოს ტექსტურ რედაქტორში Word, შრიფტი Sylfaen, ზომა: 14, ინტერვალი – 1,15. ტექსტის ველები: ზედა 30 მმ, ქვედა 25 მმ, მარცხენა 30 მმ, მარჯვენა 20 მმ;
  • ფორმულები და აღნიშვნები აკრეფილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორში Microsoft Equation 3.0, როგორც ცალკე ობიექტი;
  • თეზისებს უნდა ახლდეს 5 საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე ანოტაცია (არაუმეტეს 200 სიტყვა) ინგლისურ ენაზე;
  • სტუდენტების თეზისები ქვეყნდება მხოლოდ სამეცნიერო ხელმძღვანელთან თანაავტორობით.  

მასალები, რომლებიც გაფორმებული იქნება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, არ მიიღება კონფერენციის სადისკუსიო სივრცეში განთავსების და შემდგომი გამოქვეყნებისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა