აკადემიური საბჭოს 2019 წლის 14 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგი

სხდომის ჩატარების დრო: 11 სთ.

1. 2019 წლის აგვისტოში ბსუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების მიზნით საკონკურსო და საკონკურსო სააპელაციო კომისიების შემადგენლობისა და უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის შესახებ.

(მომხს. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი მ. ხალვაში)

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინიციატივის წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენის შესახებ.

(მომხს. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი მ. ხალვაში)

3. „ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ განხილვის თაობაზე ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 26 ივლისის №68 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

(მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ა. ბერიძე;

რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნ. წიკლაშვილი)

4. ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების განხორციელების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ.

(მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ა. ბერიძე;

რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნ. წიკლაშვილი)

5. ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის დამტკიცების შესახებ.

(მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ა. ბერიძე)

6. ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების  წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 9 აგვისტოს №63 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

(მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ა. ბერიძე)

7. „ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

(მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ა. ბერიძე)

8. „ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის  სამეცნიერო-კვლევითი  მუშაობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 18 ივლისის №66 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

(მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ა. ბერიძე)

9. „კრედიტების აღიარებისა და საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში ბსუ-ს სტუდენტთა შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №55 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

(მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ა. ბერიძე)

10. ბსუ-ს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დამტკიცების შესახებ.

(მომხს. სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა

დეპარტამენტის უფროსი გ. თავამაიშვილი)

11. ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირების და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები“ დამტკიცების შესახებ.

(მომხს. ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გ. ფარცხალაძე)

მიმდინარე საკითხები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა