ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე (დანართი 1) ბსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
დოქტორანტურაში მიღების ვადები:
• საბუთების მიღება - 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით;
• გამოცდა ინგლისურ ენაში - 11 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო - 10:00 საათი, ჩატარების ადგილი - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N 12) ;
• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
• გამოცდა სპეციალობაში – 17 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო 10:00 საათი, ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ბსუ-ს ვებგვერდზე ,,განცხადებების“ ველში);
• გამოცდის შედეგების გამოცხადება - 18 სექტემბერი;
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება - 20 სექტემბერი;
• ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20-21 სექტემბერი;
• ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 23 სექტემბერი.
დოკუმენტების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, I კორპუსი, ოთახი N19.
დოქტორანტურის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება ბსუ-ს რექტორის სახელზე (იხილეთ განცხადების ფორმა);
 - დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა);
 - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის კანცელარიის ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
 - ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
 - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 - სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა, სადოქტორო კველევითი პროექტის მოკლე ანოტაცია (იხილეთ ანოტაცია);
 - ქართული ენის B 1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
 - სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
 
საკონტაქტო ინფორმაცია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, ოთახი N19, ტელ: 577 14 10 70
ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2019 წლის 19 აგვისტოს N06-01/100 დადგენილებით განსაზღვრული ბსუ-ს სადოქტორო პროგრამებზე მისაღები კონტიგენტი, დანართი 1
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
| 
				 სადოქტორო პროგრამების დასახელება  | 
			
				 ვაკანტური ადგილების რაოდენობა  | 
		
| 
				 ისტორია  | 
			
				 2  | 
		
| 
				 ლინგვისტიკა  | 
			
				 2  | 
		
| 
				 ლიტერატურათმცოდნეობა  | 
			
				 2  | 
		
| 
				 არქეოლოგია  | 
			
				 2  | 
		
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
| 
				 სადოქტორო პროგრამების დასახელება  | 
			
				 ვაკანტური ადგილების რაოდენობა  | 
		
| 
				 ფიზიკა  | 
			
				 1  | 
		
| 
				 გეომეტრია-ტოპოლოგია  | 
			
				 1  | 
		
| უკან | 
