საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის X საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით ბსუ-ში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის X საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ხუთი დღის განმავლობაში 135 ქართველი და 45 უცხოელი მკვლევარი 17 ქვეყნიდან სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენს თანამედროვე მათემატიკის აქტუალურ საკითხებზე.  კონფერენციის მიზანია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევის შედეგების გაანალიზება, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების გაზიარება, სამეცნიერო კავშირების განმტკიცება, სამეცნიერო კვლევა-ძიებაში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობის გაზრდა დამეცნიერებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • დიფერენციალური განტოლებები და გამოყენებები;
  • ალგებრა, ტოპოლოგია, გეომეტრია და რიცხვთა თეორია;
  • გამოყენებითი ლოგიკა და პროგრამირება;
  • ლოგიკა, ენა,ხელოვნური ინტელექტი;
  • მათემატიკური განათლება და ისტორია;
  • მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
  • მათემატიკური ფიზიკა;
  • ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა;
  • ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი;
  • ტექნოლოგიები, ქსელები, გამოთვლები და მათი გამოყენებები.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა