ბსუ-ში სეზონური სკოლა „სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდები“ იმართება

სურათი

სეზონური სკოლა „სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდები“ იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ოთხი დღის განმავლობაში სოციალური მუშაობის თანამედროვე მეთოდებს გაეცნობიან. სეზონური სკოლის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: სოციალური მუშაობა და კვლევა – რატომ ვსწავლობთ კვლევას სოციალურ მუშაობაში? მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის მნიშვნელობა სოციალურ მუშაობაში; სოციალური მუშაობის პროფესიული ღირებულებები და ეთიკური საკითხები კვლევაში, კვლევის თვისებრივი მეთოდების გამოყენება სოციალურ მუშაობაში; კვლევის რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება სოციალურ მუშაობაში; კვლევის შედეგების გავრცელება - პოლიტიკასა და პრაქტიკაზე ზემოქმედება და სხვა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „სოციალური კვლევისა და ანალიზის  ინსტიტუტის ერთობლივი სეზონური სკოლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ტარდება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა