ბსუ-ში ბირთვული უსაფრთხოების სახითხებზე საზაფხულო უნივერსიტეტი გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტში მეოთხე საზაფხულო უნივერსიტეტი ,,საერთაშორისო უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობა: ეროვნული და გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები” გაიხსნა. საზაფხულო უნივერსიტეტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს პარტნიორობითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი წარმოადგენს ინტენსიურ სამდღიან სასწავლო კურსს გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ, რომელსაც წარუძღვებიან საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები. საზაფხულო უნივერსიტეტი  მიზნად ისახავს უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შორის კომპეტენციის ამაღლებას  საერთაშორისო და  ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხში.

საზაფხულო უნივერსიტეტში განიხილავენ  ევროპული უსაფრთხოების საკითხს ბრექსიტის კონტექსტში,  ირანისა და დასავლეთის რთული და კომპლექსური ურთიერთობების ფონზე ირანისა და საქართველოს ურთიერთობებს, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და არსებულ გამოწვევებს, რადიაციული უსაფრთხოების საკითხებს. წარმოდგენენ  სამოქალაქო საბჭოს კვლევებსა და  წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგებს. საზაფხულო უნივერსიტეტის მონაწილეები გაეცნობიან ქართველი ფიზიკოსების კვლევებს  საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაძლო ბირთვული ავარიის სავარაუდო შედეგების შესახებ და ქვეყნის მზადყოფნის საჭიროებებზე. საზაფხულო უნივერსიტეტის მსმენელები არიან რეგიონის უმაღლესის სასწავლებლების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელები.

საზაფხულო უნივერსიტეტი ხორციელდება საერთაშორისო პროექტის „ საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში სასწავლო და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში.  აღნიშნული პროგრამის ეგიდით ქართულ ენაზე ფართო აუდიტორიისთვის გამოცემული პირველი სახელმძღვანელო გლობალური უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.

საზაფხულო უნივერსიტეტი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • „ტყუილების სიუხვე და შავი გედები - საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები რთულ დროში“

მაიკლ რობერტსი, საერთაშორისო კონსულტანტი, დიდი ბრიტანეთი

  • „ბირთვული გაუვრცელებლობა და ბირთვული გარანტიები, სახელმძღვანელოს პრეზენტაცია“

შორენა ლორთქიფანიძე, სამოქალაქო საბჭო

  • „ჰიბრიდული ომი და შავი ზღვიოს რეგიონის გამოწვევები“

თეონა აქუბარდია, თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორი (ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე)

გიორგი მუჩაიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, (თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე)

  • „ბირთვული კატასტროფები ქვეყნის ფარგლებს გარეთ - მზადყოფნა და პასუხი“

ლია ჭელიძე, ფიზიკის ინსტიტუტი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 

  • „ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის ინტერნეტული რესურსის პრეზენტაცია“

ირაკლი მჭედლიშვილი, სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში

  • „საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვები და მისი გავლენა ირან-საქართველოს ურთიერთობებზე“

ნიკო ნახუცრიშვილი, გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა