ბსუ-ში ფუკოს ქანქარა დამზადდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში ბსუ-ს მიზნობრივი სტუდენტური პროექტის ფარგლებში ფუკოს ქანქარა დამზადდა. პროექტის ავტორია ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ანა სურმანიძე, ხელმძღვანელები: პროფესორი ნუგზარ ღომიძე, ასოცირებული პროფესორები ლალი კალანდაძე და იზოლდა ჯაბნიძე.

ბსუ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ფუკოს ქანქარა აიგო.

ბსუ-ს ფუკოს ქანქარას პარამეტრები:

სიგრძე: 17.60 მეტრი

მასა: 38.5 კგ

ბსუ-ს გეოგრაფიული განედი:  〖θ=41.65〗^0.

რხევის პერიოდი: T=36.144 სთ

1 სთ-ში მობრუნების კუთხე: 〖10〗^0

რხევის სიბრტყის ბრუნვის კუთხური სიხშირე: 9.967 რად/წმ

1851 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბერნარ ლეონ ფუკომ (1819-1868) პარიზის პანთეონში ააგო ქანქარა, რომელიც შედგებოდა რკინის ბირთვისაგან მასით 28 კგ და 67 მეტრი სიგრძის მავთულისაგან. ფუკომ ქანქარა ააგო დედამიწის ბრუნვითი მოძრაობის სადემონსტრაციოდ. დედამიწის ბრუნვითი მოძრაობა განაპირობებს ქანქარას რხევის სიბრტყის შემობრუნებას დროთა განმავლობაში. ქანქარას რხევის სიბრტყე დაუბრუნდება თავის პირველ მდგომარეობას T=24/sin⁡(θ) – პერიოდის შემდეგ (θ - არის გეოგრაფიული განედი, სადაც ტარდება ექსპერიმენტი). აღსანიშნავია, რომ ქანქარის რხევის სიბრტყეს ყველაზე დიდი ბრუნვის სიჩქარე აქვს პოლუსებზე 15 რად/წმ-ში და მინიმალური ეკვატორზე 0 რად/წმ-ში.   

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა