
4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სააქტო დარბაზში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამების შესახებ. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პირობებს გააცნობენ და კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტების, ვადებისა და სტიპენდიების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.
| უკან |
