დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური

ბსუ- დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური

(განახლებულია 03.11.2023 წ)

ბსუ-ს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, ბსუ-ს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების დებულების, ,,ბსუ-ს სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქციის“ და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.

სამსახურის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის სივრცეში მყოფი პირების (უნივერსიტეტის პერსონალის, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მსმენელების, სტაჟიორების, ვიზიტორების, სტუმრების და სხვა პირების) და მატერიალური რესურსების/ქონების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა (უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მათი გადაადგილების პროცესში დახმარება);

ბ) უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შემოსვლისა და გასვლის, უნივერსიტეტის რეგულაციებით დადგენილი ქცევის წესების (წესრიგის) დაცვის მონიტორინგი, მათ შორის უსაფრთხოების კამერების მეშვეობით და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება;

გ) უნივერსიტეტში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების, ასევე დაცვის ტექნიკური საშუალებების (ვიდეომეთვალყურეობის და სასიგნალიზაციო) გამართული მუშაობის/ფუნქციონირების მონიტორინგი;

დ) შრომის უსაფრთხოების სისტემის შემუშავება, უნივერსიტეტში დანერგვა და შესრულების კონტროლი; შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა, ბსუში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის/რექტორისათვის წარდგენა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი, საშიშროებების განსაზღვრა, შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება, პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, ხელმძღვანელობისათვის რისკის შეფასების ფორმა N1-ის სახით მათი წარდგენა და პრევენციისათვის განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულების მონიტორინგი, ბსუ-ს საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა (მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების განახლების, ინსტრუქტაჟის ჩატარების თაობაზე ან/და სხვა);

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, საშიშროებების განსაზღვრა, შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება და მათი პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა, ბსუ-ს საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა (მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების განახლების, ინსტრუქტაჟის ჩატარების თაობაზე ან/და სხვა);

ზ) საუნივერსიტეტო (სამუშაო) სივრცეში მყოფი პირებისათვის (პერსონალი, სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები, მსმენელები და სხვა) შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება: შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ; სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ; საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ; არსებული საფრთხისა და რისკის, აგრეთვე მათი კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

თ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე  საუნივერსიტეტო (სამუშაო) სივრცეში მყოფი პირებისათვის (პერსონალი, სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები, მსმენელები და სხვა) სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, კონსულტაციის გაწევა, სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება, ასევე მათ მიერ მიღებული ცოდნის შემოწმება და ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება, აუცილებლობის შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;

ი) რეგულარულად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით და კომპეტენციის ფარგლებში შემდეგი აქტივობების განხორციელება: უნივერსიტეტში არსებული შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმების და მისი დოკუმენტირების მონიტორინგი, დადგენილი წესის შესაბამისად ინდივიდუალური დაცვის და სხვა დამცავი საშუალებების სწორად გამოყენების და მოვლა-გასუფთავების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვლის ინიცირება, უნივერსიტეტში ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით, შემოწმების, გაზომვისა და შეფასების განხორციელების ინიცირება და ხელშეწყობა;

კ) რეგულარულად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით და კომპეტენციის ფარგლებში შემდეგი აქტივობების განხორციელება: უნივერსიტეტში არსებული შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმება და მისი დოკუმენტირება; დადგენილი წესის შესაბამისად ინდივიდუალური დაცვის და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, მათი სწორად გამოყენების გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვლის ინიცირება; უნივერსიტეტში ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით, შემოწმების, გაზომვისა და შეფასების განხორციელების ინიცირება და ხელშეწყობა;

ლ) უნივერსიტეტის (დამსაქმებლის) მიერ ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აქტივობების/ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს (მათ შორის პანდემიის, ფორსმაჟორული, საგანგებო ვითარების დროს) სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის,  ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ,,სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქციის“, ბსუ-ს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის დებულების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული სამსახურის პერსონალის სამუშაო (ფუნქციათა) აღწერილობის ან/და სხვა აქტების მოთხოვნათა დაცვით.

სამსახურის სტრუქტურაში შემავალი სტრუქტურული ერთეულია დაცვის განყოფილება, რომლის სამუშაო (ფუნქციათა) აღწერილობა დამტკიცებულია ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

ბსუ-ს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:

სამსახურის უფროსი - ედიშერ ჩავლეიშვილი

ტელ: +995 577954402

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35, კორპუსი I, პირველი სართული

  ბსუ-ს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის დებულება (N07-01/07, 10-02-2022 წ)
  ბსუ-ს დაცვის განყოფილების პერსონალის სამუშაო აღწერილობა (N01-10/89, 14-07-2023 წ.)
  ბსუ-ს საევაკუაციო გეგმები (N01-10/18, 17.02.2023)
  ბსუ-ში სახანძრო უსაფრთხოების დებულება (N01-10/95, 11.08. 2023)
  ბსუ-ს შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვის გეგმა
  შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვის გეგმის ინსტრუქტაჟი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა