განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია

სურათი

16 ოქტომბერს, 12:30 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 32-ე აუდიტორიაში განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პროექტის “ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი  განვითარებისათვის” პრეზენტაცია გაიმართება.


პროექტის თემას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისათვის აღებული ვალდებულებები წარმოადგენს. პროექტის მიზანია საზოგადოებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება ვალდებულების შესრულებით მიღებული სარგებლის შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ ვადებულებების შესრულების პროცესში.

პროექტის ფარგლებში დადგინდება განათლებისა და ტრენინგის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან დაახლოებისათვის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და განისაზღვრება თუ რა გავლენა ექნება ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას საქართველოს საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებზე. დაინერგება ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ადვოკატირების თანამონაწილეობითი მექანიზმები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა