„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ წარდგენა

სურათი

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, პედაგოგებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში მომზადებული პროგრამები წარადგინა. ახალი კოდექსი უზრუნველყოფს ბავშვთა ძალადობის პრევენციას, კეთილდღეობასა და  განათლების უფლებას. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში შემდეგი პროგრამები განხორციელდება:

  • ბავშვის და ოჯახის მხარდაჭერა
  • ძალადობისგან ბავშვის დაცვა
  • ბავშვის ჯანმრთელობის დაცვა
  • ბავშვის განათლების მხარდაჭერა
  • მშობლების კონსულტირება
  • ბავშვის სოციალური აქტივობა
  • ბავშვის მოხალისეობა
  • ბავშვის ფიზიკური აქტივობისა სდა სპორტული ცხოვრების ხელშეწყობა.
  • დედათა და ბავშვთა თავშესაფარი
  • ოჯახის მხარდაჭერის დღის ცენტრი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა