2007 წლის 8 ნოემბერი

სურათი

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაარბია. თბილისში განვითარებული მოვლენები 8 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა  გააპროტესტეს, რასაც ბსუ-ში სპეცრაზმელების ოპერაცია მოჰყვა. ძალოვანები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიჭრნენ, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაარბიეს, ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ მიმართავს შესაბამის სამსახურებს გამოძიების მოკლე ვადაში დასრულებისა და დამნაშავეების დასჯის თხოვნით.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა