ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური დასის „თეატრონის“ სპექტაკლი ,,არტ-ხელოვნება“ ბათუმის სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის „დებიუტის“ ჟიურის რჩეულ სპექტაკლად დასახელდა. სპექტაკლი ფრანგი დრამატურგის იასმინა რისეს პიესის მიხედვით რეჟისორმა როინ დვალმა დადგა. ტრაგიკომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან პიესა „არტ ხელოვნებაში“ წარმოდგენილია მეგობრებს შორის გაუცხოების, ჭეშმარიტების ძიების და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების აღქმის პრობლემატიკა. ბათუმის სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „დებიუტი“ აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მეორედ გაიმართა.
უკან |