ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა ბსუ-ს სტუდენტებმა 2020 წლის 29, 30, 31 იანვარი, 3 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სასწავლო ბარათის ასლი;
დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 29, 30, 31 იანვარი, 3 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 5, 6 თებერვლის ჩათვლით;
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს ფინანსურ დავალიანებას;
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია)
საკონტაქტო პირი 577 44 54 00
ბრძანებაუკან |