ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში კომპანია ,,ტელევიკის“ სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელს, დირკ ვერბეკესა და ევროკომისიის სინქრონული თარგმანის საპატიო გენერალურ დირექტორს, ნოელ მიულს შეხვდა. ევროკავშირის ინოვაციური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია „ტელევიკი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს სინქრონული თარგმანის ინფრასტრუქტურული და პროგრამული განვითარების მიზნით. ბსუ-ში უკვე წარმატებით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
უკან |